ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ისრაელი ღაზაში მნიშვნელოვან სამხედრო ოპერაციებს მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებს, რაც დაინახავს, რომ მშვიდობიანმა მოსახლეობამ ტერიტორია დატოვა. მათი თქმით, ღაზას სექტორის მიმდებარე ტერიტორია სავსეა ისრაელის ასობით ათასი სარეზერვო ქვედანაყოფით, რომლებიც სხვადასხვა მისიებისთვის ემზადებიან. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელის არმია ღაზას სექტორზე თავდასხმას სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზით გეგმავს. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისინი ასობით ათასი რეზერვისტის გაწვევას ასრულებენ და ახლა სახმელეთო ოპერაციისთვის საჭირო აღჭურვილობით მათ მომარაგებაზე მუშაობა მიმდინარეობს.