ღაზას სექტორში კიდევ 300 ადამიანი დაიღუპა და 800 დაშავდა. დაღუპულთა უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან. ღაზაში ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა 2 329-მდე გაიზარდა, დაშავებულია 9 000-ზე მეტი ადამიანი. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზას სექტორის სხვადასხვა რაიონში „ჰამასის“ ასზე მეტ სამხედრო სამიზნეს დაარტყეს. უწყების ცნობით, განადგურებულ სამიზნეებს შორისაა : „ჰამასის“ შტაბ-ბინები და სამხედრო შენაერთები, ათეულობით სარაკეტო გამშვები და ტანკსაწინააღმდეგო პუნქტები.მათივე ინფორმაციით, განადგურდა პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ ორგანიზაციის სამხედრო შტაბიც. თავდაცვის ძალების ცნობით, ლიკვუიდირებულია „ჰამასის“ შეიარაღებული ფრთის, ნუხბას ძალების მეთაური ბილალ ალ კედრა.