ისრაელი ღაზას სექტორში „მნიშვნელოვანი სახმელეთო ოპერაციისთვის” მზადებას ასრულებს.
ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალების ავრცელებს.
განცხადების თანახმად, ისრაელის თავდაცვის ძალები „შეტევითი ოპერატიული გეგმების ფართო სპექტრის” განხორციელებით „შეტევის გაფართოებისთვის” ემზადება, რომლებიც, მათივე ცნობით, „ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან ერთიან და კოორდინირებულ შეტევას” მოიცავს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისინი ასობით ათასი რეზერვისტის გაწვევას ასრულებენ და ახლა სახმელეთო ოპერაციისთვის საჭირო აღჭურვილობით მათ მომარაგებაზე მუშაობა მიმდინარეობს.
„ისრაელის თავდაცვის ძალების ბატალიონები და ჯარისკაცები მთელი ქვეყნის მასშტაბით არიან განლაგებული და მზად არიან ომის შემდეგი ეტაპისთვის გაზარდონ მზადყოფნა, მნიშვნელოვან სახმელეთო ოპერაციაზე აქცენტით”, - აღნიშნულია განცხადებაში.