ყოფილი ბიზნესმენი კრისტოფერ ლუქსონი ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი გახდება. ახალ ზელანდიაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე კოალიციამ, რომელსაც ახალი ზელანდიის ეროვნული პარტია ხელმძღვანელობს, მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო 61 საპარლამენტო მანდატი დააგროვა. ახალი ზელანდიის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა კრის ჰიპკინსმა დამარცხება უკვე აღიარა. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ახალ ზელანდიას ლიბერალური მთავრობა ხელმძღვანელობდა. მიმდინარე წლის დასაწყისში კი „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა და პრემიერ-მინისტრი კრის ჰიპკინსი გახდა.