საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. საღმრთო ლიტურგია სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა - შიო მუჯირმა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა. სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილ წირვას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სცეტიცხოვლობა წელიწადში ორჯერ: 13 ივლისს და 14 ოქტომბერს აღინიშნება.