ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა ხერსონი 117-ჯერ დაბომბეს, გარდაცვლილია ერთი და დაშავებულია 5 ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.
„გასული დღის განმავლობაში მტერმა 574 ჭურვი გაისროლა, მათგან 32 ჭურვი ქალაქ ხერსონს მოხვდა. მტერმა შეტევები ტანკებით, თვითმფრინავებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით განახორციელა“, - განაცხადა პროკუდინმა.
პროკუდინმა აღნიშნა, რომ რუსებმა დარტყმები დასახლებულ პუნქტებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ბიბლიოთეკასა და საწარმოს მიაყენეს.