საფრანგეთის ხელისუფლება უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში 7 000 ჯარისკაცს განათავსებს გეგმავს. აღნიშნული გადაწყვეტილება საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სკოლებში მომხდარი მკვლელობების შემდეგ მიიღო. 13 ოქტომბერს საფრანგეთის ქალაქ არასში დანით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა სკოლის მასწავლებელი მოკლა. დაშავდა კიდევ 2 პირი. პოლიციის ცნობით, ახალგაზრდა კაცი წარმოშობით ჩეჩენია. ფრანგული მედიის ცნობით, ის იმავე სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო.