გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელს რუსთავში ახალი ავტომატური სადგური დაემატა. ქსელი 8 ავტომატური და 1 მობილური სადგურით გაფართოვდება. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, განაცხადა, ქსელის გაფართოება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიმართულებით. შეხვედრის მონაწილეებს ქ. რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემაც მიმართა და პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.