უცხო ქვეყნების დროშების ქვეშ მცურავი 3 გემი 65 ათასი ლარით დაჯარიმდა. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა შავი ზღვის დაბინძურების 3 ფაქტი გამოავლინეს. ირკვევა, რომ სენტ-ვინსენტი და გრენადინების, ლატვიისა და ბელიზის დროშების ქვეშ მცურავმა გემებმა ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურეს. გემებს საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვებისა და თავისუფალი ნაოსნობის უფლება დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ მიეცა.