დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუცია? საკონსტიტუციო სასამართლო ამ კითხვაზე პასუხს 16 ოქტომბერს გასცემს. სასამართლოს გადაწყვეტილება პარლამენტს ორშაბათს გადაეგზავნება. საიმპიჩმენტო წარდგინების ავტორები სასამართლოსგან დადებითი დასკვნის მოლოდინში არიან. ფიქრობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში წარმართულმა 3 დღიანმა პროცესმა, ყველა შეკითხვას პასუხი გასცა და სასამართლოც დაადასტურებს, რომ პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის 52-ე მუხლი დაირღვა. ოპოზიციურ პარტიებში მიაჩნიათ, რომ იმპიჩმენტის სამართლებრივი ნაწილი სახელისუფლებო გუნდის სასარგებლოდ წარიმართება, თუმცა იმედს გამოთქვამენ, რომ პოლიტიკურად იმპიჩმენტი ვერ შედგება.