საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ბულგარეთში ვიზიტის ფარგლებში ბულგარეთის ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს მარია გაბრიელს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა სოფიას მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მიმართ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა საქართველო და ბულგარეთი იზიარებენ საერთო ევროპულ ღირებულებებს და საქართველოს უნდა ჰქონდეს ბულგარეთის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის იმედი ამ გზაზე.