ევროსაბჭომ რუსეთი დიქტატურად გამოაცხადა და საერთაშორისო თანამეგობრობას პუტინის არალეგიტიმურად აღიარებისკენ მოუწოდა. საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ვლადიმერ პუტინის რეჟიმი არალეგიტიმურია და საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ მასთან ყოველგვარი კონტაქტი უნდა შეწყდეს. ევროსაბჭო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებაში პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრის პოსტზე 2000 წლიდანაა. 2020 წლის ივლისში რუსეთის კონსტიტუციაში შეტანილმა ცვლილებებმა კი მისი პოტენციური პრეზიდენტობა 2036 წლამდე გაახანგრძლივა, რამაც გამოიწვია შეშფოთება კონტროლისა და ბალანსის სისტემის არარსებობის გამო. ევროსაბჭო თვლის, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია და მისი შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ დიქტატურები საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას, მათი მეზობლების ტერიტორიულ მთლიანობასა და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნიან. შესაბამისად, პარლამენტარებმა განაცხადეს, რომ რუსეთში დემოკრატიის აღდგენა არა მხოლოდ რუსი ხალხის, არამედ ევროპისა და მთელი მსოფლიოს ინტერესებშია