პროკურატურამ ,,თიბისი ბანკი“-ს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის კუთვნილ საწარმოს, სარგებლობაში მიღებული ჰქონდა პოს ტერმინალი, რომელიც ბანკთან სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, კომპანიის წარმომადგენელს ანიჭებდა შესაძლებლობას, რეალურად გაწეული მომსახურების ღირებულება მისივე კლიენტის საბანკო პლასტიკური ბარათიდან ჩამოეჭრა.