რუსეთის პრეზიდენტი საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალზე თავდასხმაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს. განცხადება დღეს ვლადიმერ პუტინმა ბიშკეკში დსთ-ს წევრი ქვეყნების მეთაურთა საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ ამ ფორმატში თანამშრომლობის სირთულეებზე ისაუბრა. თქვა, რომ ურთიერთობები რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში მიმდინარებს და ამ კონტექსტში მან საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ახსენა. ცნობისთვის დსთ-ს სამიტში არ მონაწილეობს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. საქართველომ კი ეს გაერთიანება 2009 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ დატოვა. 2018 წელს დსთ დატოვა უკრაინამაც. მოლდოვას ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებული აქვს.