ისრაელში კვლავ უკიდურესად დაძაბული ვითარებაა. ქვეყნის დიდ ქალაქებში გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისმის. „ჰამასი“ მრისხანების დღეს აანონსებს. ტერორისტული დაჯგუფების განცხადებით აშკელონისკენ 150 რაკეტა გაუშვეს, სამიზნეებს წარმოადგენს ღაზას საღვართან მდებარე ისრაელის სხვა ქალაქებიც. პარალელურად, ისრაელი ღაზას სრულ ბლოკადას აგრძელებს, ბომბავს ტერორისტული ორგანიზაციის სტრატეგიულ პუნქტებს და სახმელეთო ოპერაციის დაწყებისთვის ემზადება. ისრაელში ვიზიტით ამერიკის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი, ასევე ევროპარლამენტისა და ევროკომისიის პრეზიდენტები ჩავიდნენ. რა ვითარებაა ისრაელში, რას ამბობენ საერთაშორისო ლიდერები - თემის დეტალებით ნატალია თვაური შემოგვიერთდება