გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. ღონისძიებას საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, სისხლის სამართლის საქმეებში აღდგენითი მართლმსაჯულებისა და ალტერნატიული მექანიზმების კუთხით მომუშავე პრაქტიკოსები და პროფესიონალები ესწრებოდნენ. გენერალურმა პროკურორმა აღდგენითი მართლმსაჯულების განვითარების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებზე ისაუბრა. კონფერენციის მიზანი აღდგენითი მართლმსაჯულების და სისხლის სამართლის პროცესის ალტერნატიული მექანიზმების განვითარებასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხების იდენტიფიცირება, საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება და განხილვის პლატფორმის შექმნა იყო.