ყოველი მეხუთე ქალი ვერ ახდენს ძალადობის სხვადასხვა ფორმების იდენტიფიცირებას_ კავშირმა “საფარმა” ქალთა მიმართ ეკონომიკურ ძალადობაზე ახალი კვლევის შედეგები წარადგინა.რაოდენობრივი კვლევა 2023 წლის იანვარში პირისპირ ინტერვიუების მეთოდით კახეთსა და აჭარაში ჩატარდა. ნაშრომის მთავარი მიგნებების თანახმად , ქალების 25% ერთხელ მაინც ყოფილა ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლი ინტიმური პარტნიორის მხრიდან. ამავე კვლევის მიხედვით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები უფრო მეტად განიცდიან ეკონომიკურ ძალადობას. კვლევა საფარის მიერ,დანიის მთავრობისა და დანიის გენდერული თანასწორობის ცენტრის მხარდაჭერით მომზადდა.