ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონში მუდმივი რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის მშენებლობის საკითხს პოლიტიკოსები აფასებენ. ოპოზიცია თანხმდება რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას რისკის ქვეშ დააყენებს, სწორედ ამიტომ ისინი ევროპელ პარტნიორებს მეტი ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. მათივე შეფასებით, ახლა რუსეთი ამ ნაბიჯით საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ცდილობს ,რაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის რისკის შემცველია. სახელისუფლებო გუნდში პირდაპირ ამბობენ რომ ოკუპირებულ ოჩამშირეში არსებული ვითარება და რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნა მათთვის კატეგორიულად მიუღებელია.