"ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის შესახებ ბრიფინგი გამართა. დეკანოიძემ მათი პოლიტიკური ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის მონაცემები წარადგინა, რომლის მიხედვითაც მრავალ მუნიციპალიტეტში მოსახლეობა დროულ სამედიცინო მომსახურებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, ვერ იღებს. როგორც ევროოპტიმისტების დეპუტატმა განაცხადა, რეანიმობილების პრობლემა 40 მუნიციპალიტეტს აქვს.