ორი ქვეყნის მთავრობებს შორის გაფორმებული 9 მემორანდუმი და ორბანის მხარდამჭერი გზავნილი საქართველოს - ამ შედეგით დასრულდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, უნგრეთის პრემიერის ვიზიტმა დაადასტურა რომ საქართველოს ევროკავშირში ძლიერი მოკავშირეები ჰყავს. ოპოზიცია კი ორბანის პრორუსული პოლიტიკის შესახებ საუბრობს.