ღაზას სექტორში ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1537-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაშავებულია 6 612 პალესტინელი.
The Time of Israel-ის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას ჩრდილოეთის მოსახლეობას მოუწოდა, თავი სამხრეთს შეაფარონ. ისრაელის არმიის სამხედრო ჩინოვნიკმა ადგილობრივ მედიასთან საუბარში განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის ძალების გაფრთხილება ღაზას ქალაქზე იყო მიმართული, ეს გაფრთხილება ჩრდილოეთ ღაზას ყველა უბანს გულისხმობს.