საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისთვის და დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო. ბრალდებულებმა ორი ფიქტიური კომპანია დააფუძნეს, რომელთა გამოყენებითაც, ყალბი ანგარიშ-ფაქტურები გამოწერეს. დანაშაული 4 - დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.