საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში ტაილანდთან 8-0 გაიმარჯვა და ორი რეკორდი დაამყარა. აქამდე საქართველოს ნაკრებს ყველაზე დიდი ანგარიშით 7-0-ით 1997 წელს სომხეთის ნაკრები ჰყავდა დამარცხებული. ახალი ფურცელი დაწერა ქართული ფეხბურთის ისტორიაში გიორგი მიქაუტაძემ, რომელმაც მეტოქეს 4 გოლი გაუტანა. აქამდე საქართველოს ნაკრების არცერთ ფეხბურთელს ერთ შეხვედრაში 3 გოლზე მეტი არ გაუტანია. საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას 15 ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის VI ტურში , მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე კვიპროსის წინააღმდეგ გამართავს.