თურქეთის ლიდერი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მიმართ აშშ-ს პოლიტიკასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, აშშ-ის მსგავს ქვეყანას მშვიდობის აღდგენა შეეფერება და არა ცეცხლზე ნავთის დასხმა. ერდოღანის განცხადებით, ამჟამად ღაზაში წყალი, პური და საკვები არ არის, რაც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას ეწინააღმდეგება. თურქეთი რეგიონში გავლენიან მოთამაშეებს მოუწოდებს, რომ დაძაბულობა შეამცირონ.