კომუნიკაციების კომისიამ, სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში 5G-ის შესახებ საჯარო ლექცია ჩაატარა. შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს მეხუთე თაობის ტექნოლოგიის, მისი უპირატესობებისა და განმასხვავებელი ნიშნების შესახებ. მონაწილეები ასევე მსოფლიოში არსებულ ტენდენციებს, საქართველოს პერსპექტივებსა და ComCom-ის მიერ, ქვეყანაში 5G ინტერნეტის დანერგვის მიზნით განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნენ.