საქართველოში ჩამოსვლის პირველ დღეს აშშ-ის ახალი ელჩი რობინ დანიგანი ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ცერემონიალის შემდეგ ელჩსა და პრეზიდენტს შორის პირისპირ შეხვედრა გამართა. აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, რომ ელის მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს პრეზიდენტთან, მით უფრო მაშინ, როდესაც ქვეყანა ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ ისწრაფვის.