საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ და დიასპორის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის წევრებმა ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან ონლაინ შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე ადგილზე არსებულ ვითარებასა და საქართველოს მოქალაქეების საჭიროებებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩო საგანგებო რეჟიმში მუშაობს და მუდმივ კავშირეზეა საქართველოს მოქალაქეებთან.