თავდაცვის კოდექსს რომელიც პარლამენტმა მე-3 მოსმენით მიიღო და სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა, ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ეხმაურება. მისი შეფასებით აღნიშნული ცვლილებები საქართველოს თავდაცვისუნარიანობას ვერ გაზრდის. ყოფილ მინისტრს მოლოდინი ჰქონდა რომ სალომე ზურაბიშვილი მოტივირებული შენიშვნებით საკითხს პარლამენტს უკან დაუბრუნებდა, თუმცა იმედები გაუცრუვდა. მისი განცხადებით ბოლო წლების განმავლობაში საქართცელოს არცერთ საერთაშორისო წვრთნებში მონაწილეობა არ მიუღია. ხიდაშელი განმარტავს, რომ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის მმართველი პარტიის პოლიტიკური ნებაა საჭირო.