უნგრეთის პრემიერ-მინისტრის საქართველოში ვიზიტსა და მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს პოლიტიკოსები აფასებენ. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ორბანი ევროკავშირის შიგნით რუსულ ინტერესებს ლობირებს და ის ერთადერთი თანამდებობის პირია რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერია რეკომენდაციების შესრულების გარეშე. მათივე განცხადებით მიუხედავად ორბანის პოლიტიკური გემოვნებისა, მისი როგორც ნატოსა და ევროკავშირში მყოფი ქვეყნის ლიდერის ვიზიტი მნიშვნელოვანია.