ჩეხეთი და პოლონეთი სლოვაკეთის საზღვრის კვეთის დროს რეგულაციებს 2 ნოემბრამდე ახანგრძლივებენ. ქვეყნებს შორის საზღვრის კვეთის დროს კონტროლი 4 ოქტომრბიდან გამკაცრდა და თავდაპირველი გეგმის მიხედვით ის მხოლოდ 10 დღე უნდა გაგრძელებულიყო. ჩეხეთმა და პოლონეთმა აღნიშნული გადაწყვეტილება არალეგალური მიგრაციის ნაკადების შემცირების მიზნით მიიღეს. Reuters-ის ცნობით, ბალკანეთს რეგიონიდან სლოვაკეთის გავლით, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მოხვედრას ასობით მიგრანტი ცდილობს. ბოლო 1 კვირის მანძილზე სლოვაკეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა 550-ზე მეტმა არალეგალმა მიგრანტმა სცადა.