თბილისში, სინაგოგასთან ისრაელის სოლიდარობის აქცია გაიმართა. ადგილზე საქართველოში მცხოვრები ქართველ-ებრაელი მოქალაქეები იმყოფებოდნენ. მათი შეფასებით ახლა ისრაელში მძიმე ვითარებაა, რომელსაც მხოლოდ და მხოლო ერთადერთი გამარჯვებული მხარე-ისრაელი ეყოლება. მათივე განცხადებით ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ებრაული ერის ერთიანობაა და მტერს ჩადენილი ფაქტის გამო საკადრის პასუხს გასცემენ.