ორი ქვეყნის მთავრობებს შორის გაფორმებული 9 მემორანდუმი და ორბანის მხარდამჭერი გზავნილი საქართველოს - უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერას ღიად ადასტურებს და ამბობს რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსს იმსახურებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით კი ორ მეგობარ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავება საქართველოს ევრონტეგრაციას დააჩქარებს. როგორი იყო უნგრეთის პრემიერის სამდღიანი ვიზიტი საქართველოში და რა შედეგი მოიტანა ორმხრივმა შეხვედრამ საქართველოსთვის დღის მთავარ გამოშვებაში მერაბ პაპაშვილი გაგვაცნობს.