ისრაელი სირიის დედაქალაქ დამასკოსა და ქალაქ ალეპოს აეროპორტებს დაესხა თავს, - ინფორმაციას სირიის სახელმწიფო მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სარაკეტო თავდასხმამ აეროპორტების დასაჯდომ-ასაფრენი ბილიკები დააზიანა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმების საპასუხოდ სირიის საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თვითმფრინავი, რომლითაც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი სირიაში მიემგზავრებოდა, დამასკოსა და ალეპოს აეროპორტებზე ისრაელის თავდაცვის ძალების თავდასხმის გამო, იძულებული გახდა თეირანში დაბრუნებულიყო.