9 აპრილს დაზარალებულებს შესაძლოა, კომპენსაცია გაეზარდოთ. ამის შესახებ პოლიტიკურ ჯგუფ „ევროოპტიმისტებთან“ შეხვედრისას ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ჯერჯერობით, უცნობია რა ოდენობით გაიზრდება კომპენსაცია, თუმცა თანხა, სავარაუდოდ, ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიაში დაზუსტდება.
„კონკრეტულ რიცხვს ვერ გეტყვით, ჯერჯერობით, თუმცა გადამუშავებული ვერსია როცა შემოვა, უკვე ზუსტი პასუხი გვექნება ამასთან დაკავშირებით რა მოცულობით და როგორ გაიზრდება. [კომპენსაცია] შესაძლებელია გაიზარდოს, დიდი ალბათობით...“- განაცხადა კაკაურიძემ.
ამასთან, პოლიტიკურ ჯგუფ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატის ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებული პირების ყოველთვიური კომპენსაცია 22 ლარს შეადგეს.