უძრავი ქონების გაძვირება გრძელდება, ხოლო ფასები ყველაზე მეტად დიდუბეში გაიზარდა. „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაში ვკუთხულობთ, რომ 2023 წლის სექტემბერში პირველადი ბაზრის ფასების ზრდა გაგრძელდა. მეორადი ბაზრის, ახალი პროექტების ფასები კი წინა თვეებში კლების შემდეგ სექტემბერში ისევ გაიზარდა. როგორც უკვე გითხარით, დეველოპერების, ანუ პირველადი ბაზრის საშუალო ფასების ყველაზე მაღალი წლიური ზრდა დაფიქსირდა დიდუბეში (+42% ), რაც გამოწვეულია პრემიუმ კლასის პროექტების რაოდენობის ზრდით ამ უბანში. 2023 წლის სექტემბერში თბილისში ქირის ფასი თვიურად თითქმის არ შეცვლილა, თუმცა წლიურ ჭრილში მაინც მაღალ დონეზე დარჩა, წინა წელთან შედარებით ქირა დოლარში გაზრდილია 36.7%-ით, ხოლო ლარში 26.9%-ით. ამასთან, 2023 წლის დასაწყისიდან ქირა დოლარში 1.6%-ით, ხოლო ლარში 2.7%-ით არის შემცირებული.