რამდენიმეთვიანი ზრდის შემდეგ, სექტემბერში საქართველოს საერთაშორისო რეზერვები შემცირდა. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, რეზერვები აგვისტოსთან შედარებით 163.6 მლნ დოლარით არის შემცირებული. კერძოდ, სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის 30 სექტემბრისთვის მთლიანმა რეზერვებმა 5 მილიარდ 273 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა, აგვისტოში კი რეზერვების მოცულობა 5 მილიარდ 436 მილიონი დოლარი იყო. ამასთან, დაახლოებით 159 მლნ დოლარით შემცირდა უცხოური ვალუტის რეზერვებიც. აღსანიშნავია ისიც, რომ ეროვნული ბანკი სახსრებს ოქროს სახით არ ინახავს. შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა სექტემბერში ლარის კურსის დასტაბილურებისთვის სავალუტო აუქციონი სამჯერ ჩაატარა და ჯამში 64 მილიონ 750 ათასი დოლარი გაყიდა. სწორედ ეს არის სავალუტო რეზერვების შემცირების ერთ-ერთი მიზეზი.