პარლამენტში კიდევ ერთ საკანონმდებლო ინიცაიტივაზე იმსჯელეს. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი „საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავს, რომლის თანახამადაც, საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდება აგროტურისტული და ღვინის ტურისტული საქმიანობის ფარგლებში პირის მიერ მიღებული შემოსავალი და გაცემული ხელფასი. საგადასახადო შეღავათი შეეხება იმ პირებს, რომელთა წლიური შემოსავალი არ აღემატება 700 000 ლარს. საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პარალელურად ინიცირებულია და განიხილება კანონპროექტი „ტურიზმის შესახებ“, სადაც ჩნდება აგროტურიზმის და ღვინის ტურიზმის განსაზღვრება. საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორებს მიაჩნიათ, რომ საგადასახადო შეღავათებს, რომლითაც ისარგებლებენ ღვინის და აგროტურიზმის სტატუსის მქონე პირები, მათთვის წამახალისებელი ეფექტი ექნებათ.