რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ყირგიზეთში ჩავიდა. დღეს პუტინსა და მის ყირგიზ კოლეგას, სადირ ჯაფაროვს შორის ოფიციალური შეხვედრა გაიმართება, რომლის შემდეგაც პრეზიდენტები ორმხრივ დოკუმენტს ხელს მოაწერენ და ერთობლივ ბრიფინგსაც ჩაატარებენ. მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი დღეს აზერბაიჯანის ლიდერს, ილჰამ ალიევსაც შეხვდება. ბიშკეკში, ხვალ, დსთ-ს სახელმწიფოთა ლიდერების საბჭოს სხდომა გაიმართება, რომლის ფარგლებშიც ლიდერები ერთობლივ დოკუმენტებს მოაწერენ ხელს.