თავდაცვის სამინისტრომ და „იურიდიული დახმარების სამსახურმა“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმი მიზნად ისახავს სამხედრო მოსამსახურეების, მათ შორის სამშვიდობო მისიაში მონაწილე პირებისთვის სამართლებრივ საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას, სამსახურის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობას. თავდაცვის სამინისტროში ოფიციალურ დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ და „იურიდიული დახმარების სამსახურის“ დირექტორმა, დავით სიმონიამ.