კაპიტან გრანტის შვილები , ცნობილი ფრანგი მწერლის ჟიულ ვერნის სათავგადასავლო ჟანრის რომანია. წიგნი 1867 წელს დაიწერა და ერთი წლის შემდეგ მწერლის სამშობლოში, გამომცემლობის Pierre-Jules Hetzel-ის მიერ ფრანგულ ენაზე გამოიცა.წიგნის სიუჟეტში მოთხრობილია შოტლანდიელი კაპიტან გრანტის ამბავი. მას შემდეგ რაც მის მიერ ზღვაში ჩაგდებულ ბოთლს პოულობენ, კაპიტანის საძებნელად მიემგზავრებიან შოტლანდიელი ლორდი და ლედი გლენარვანები. მათ მიჰყვებიან გრანტის შვილები, მერი და რობერტი. უცნობია, თუ სად განიცადა კატასტროფა გრანტის გემმა, ცნობილია მხოლოდ განედი - 37 გრადუსი. ნაწერები წერილში გაურკვეველია და ამიტომ მოგზაურთა გუნდი მრავალი დილემისა და გამოცანის წინაშე აღმოჩნდება.
გემ ’დუნკანით’ მოგზაურები თავდაპირველად მიემართებიან სამხრეთ ამერიკისაკენ.გუნდი ასევე მოივლის პატაგონიას, ტრისტან და კუნიას კუნძულს, ამსტერდამის კუნძულსა და ავსტრალიას.
მოგზაურები გზაში გაიცნობენ აირტონს, რომელიც მათ ჰპირდება კატასტროფის ადგილის ჩვენებას. მაგრამ იგი საბოლოოდ მოღალატე აღმოჩნდება , რომელსაც გრანტის გემის დაღუპვა არ უნახავს, მისი მიზანი კი დუნკანის ხელში ჩაგდებაა. აირტონის სურვილი დაეუფლოს დუნკანს კვლავ წარუმატებელი აღმოჩნდება , თუმცა ეკიპაჟი მაინც კარგავს გემს , რის შემდეგაც გლენარვანები, გრანტის შვილები, პაგანელი და რამდენიმე მეზღვაური მიემართებიან ოკლენდში, საიდანაც ევროპაში დაბრუნებას აპირებენ. მას შემდეგ, რაც მათი გემი განიცდის კატასტროფას ოკლენდის სამხრეთით, მოგზაურებს იჭერენ მაორის ტომის ადამიანები. თუმცა ისინი მაინც ახერხებენ გაქცევას და პირველივე გემზე ადიან. მათთვის მოულოდნელად კი, ეს ’დუნკანი’ აღმოჩნდება.
აირტონი, რომელიც ახლა უკვე გემის ახალ მფლობელთა მონობაში იმყოფება, სთავაზობს მოგზაურებს ინფორმაციას გრანტზე. სანაცვლოდ იგი ითხოვს მის რომელიმე კუნძულზე დატოვებას. დუნკანი ტაბორის კუნძულისაკენ გაემართება, რომელიც საბოლოოდ კაპიტან გრანტის თავშესაფარი აღმოჩნდება.
ჟიულ ვერნი 1828 წლის 8 თებერვალს საფრანგეთის საზღვაო ქალაქს ნანტთან ახლოს, მდინარე ლუარას პატარა კუნძულზე, პიერ ვერნისა და სოფი ალოტ დე ლა ფიუს ოჯახში დაიბადა. მწერალმა ლიტერატურული მოღვაწეობა პიესების წერით დაიწყო, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია. 50-იანი წლების დასასრულს გადაწყვიტა შეექმნა მეცნიერული რომანი, რომელიც, მისივე თქმით, „შეაერთებდა გუშინდელ რომანტიზმს დღევანდელ რეალიზმთან და ხვალინდელი დღის სიმბოლოსთან“. მან დაიწყო მეცნიერული დარგების საფუძვლიანი შესწავლა. აქვეყნებდა მოთხრობებს, პოპულარულ ნარკვევებს, წერილებს. ჟიულ ვერნი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, 1862 წელს გამოქვეყნებული რომანით „ხუთი კვირა საჰაერო ბურთზე“, ამის შემდეგ ჟიულ ვერნმა შექმნა „არაჩვეულებრივი მოგზაურობის“ 65-ტომიანი ისტორია, რომელშიც გაერთიანდა არაერთი მეცნიერულ-ფანტასტიკური, სათავგადასავლო, გეოგრაფიული და სოციალურ-სატირული რომანი თუ მოთხრობა.წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2023 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრა ელ წერტილი ჯი.