საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ხვალ, ბათუმში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის მატჩს, ჯგუფის ლიდერ - ნიდერლანდების ნაკრებთან გამართავს. რამაზ სვანაძის გუნდმა მასპინძელ სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიში გამართა. მანამდე კი ჟურნალისტების კითხვებს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა უპასუხა.
საქართველოს U21 ნაკრები ჯგუფს ორი ტურის შემდეგ ნიდერლანდებთან ერთად 6-6 ქულით ლიდერობს. სვანაძის გუნდმა სექტემბერში გიბრალტარსა (2:0) და მოლდოვას (1:0) აჯობა. საქართველო ნიდერლანდებს 12 ოქტომბერს (18:00 საათი) შვედეთს კი 17 ოქტომბერს (19:00 საათი) დაუპირისპირდება. ორივე შეხვედრა ბათუმში გაიმართება.