აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი პალესტინის პრეზიდენს, მაჰმუდ აბასს შეხვდება, - ინფორმაციას BBС-ი პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის გენერალურ მდივანზე, ჰუსეინ ალ-შეიხზე დაყრდნობით ავრცელებს.
ენტონი ბლინკენი დღეს ისრაელში ჩადის, რათა „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმების შემდეგ ქვეყნისა და ხალხის მიმართ მხარდაჭერა გამოხატოს.