ცესკო ინფორმირების ფართომასშტაბიან კამპანიას აგრძელებს. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, 20-ც სხვადასხვა მეტროსადგურში მოქალაქეებისთვის მოწყობილია იმიტირებული კენჭისყრის სივრცე, სადაც ამომრჩევლებს შეუძლიათ პრაქტიკაში თავად გამოსცადონ ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატების მუშაობა. გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ცესკო ამომრჩეველთა ინფორმირებას ელექტრონული აპარატების შესახებ უწყვეტ რეჟიმში მომავალშიც გააგრძელებს.