პარტია „ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებს. საქალაქო სასამართლოში აღნიშნული სარჩელი ხაზარაძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ შეიტანა. „ლელოში“ აცხადებენ, რომ ირაკლი კობახიძე ცრუ ინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებს, თითქოს მამუკა ხაზარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ბიზნესის რეკეტით იყო დაკავებული. აღნიშნულ ფაქტს ბადრი ჯაფარიძეც გამოეხმაურა. მისი თქმით, აღნიშნული სარჩელით საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ მმართველი ძალის წარმომადგენლები ცრუობენ.