ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ისრაელი „ჰამასს“ გაანადგურებს და აღარასდროს დადგება ის დრო, როდესაც ისრაელელ ბავშვებს დახოცავენ.
„ჩვენ გავანადგურებთ იმას, რასაც „ჰამასი“ ჰქვია. „ჰამასი“ - ღაზას „ისლამური სახელმწიფო“ - აღიგვება პირისაგან მიწისა და არ გააგრძელებს არსებობას. აღარ იქნება სიტუაცია, როცა ისრაელელ ბავშვებს მოკლავენ“, - განაცხადა იოავ გალანტმა.
ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ „"ჰამასის“ ყველა წევრი მკვდარი ადამიანია".
„ჩვენ ვნახეთ მტაცებელი მხეცები. ჩვენ ვნახეთ ბარბაროსები, რომელთა წინაშეც ვდგავართ. ჩვენ დავინახეთ სასტიკი მტერი. „ისლამურ სახელმწიფოზე“ უარესი მტერი. ვნახეთ ბიჭები და გოგოები, შეკრული ხელებით, დახვრეტილი. ცოცხლად დაწვეს კაცები და ქალები. ახალგაზრდა ქალები გააუპატიურეს და დახოცეს. მებრძოლებს თავები მოჰკვეთეს“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
მისი თქმით, ისრაელი ყველა ფრონტზე მთელი ძალით იბრძვის და „ჰამასის“ არცერთი წევრი ცოცხალი არ დარჩება.