„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივი მისაღები გაიხსნა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ გახსნა. როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, ეს არის ადგილი, სადაც საზოგადოება გაიგებს, თუ რა ნაბიჯები იდგმევა მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად. მან მხარდამჭერებს მიხეილ სააკაშვილის წერილოც გააცნო.