პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებს პოლიტიკურ სპექტრში კვლავ აქტიურად განიხილავენ. მოქმედ რეგლამენტში ცვლილებები რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება, თუმცა ოპოზიციის კრიტიკა ფარული კენჭისყრის წესის ცვლილებამ და ვიცე-სპიკერების რაოდენობის ზრდამ გამოიწვია. საპარლამენტო ოპოზიციას ასევე კითხვის ნიშნები უჩნდება იმ საკითხზეც რომ შესაძლოა ფარული კენჭისყრის წესის ცვლილება პრეზიდნეტის იპიჩმენტის პროცედურას დაემთხვეს. თავისმხრივ მმართველი გუნდი კი ცვლილებებს მეტი გამჭვირვალობით განმარტავს და ოპოზიციის კრიტიკას აბსურდულს უწოდებს. რა განცხადებები კეთება აღნიშნულ საკითხზე დეპუტატების მხრიდან მეტ დეტალს ჩვენი ჟურნალისტი მაგდა ბლუაშვილი გაგვაცნობს.