ისრაელის მთავრობა და ოპოზიცია საგანგებო მთავრობისა და ომის კაბინეტის შექმნაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ერთობლივი განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და “ეროვნული ერთიანობის” ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ბენი განცმა გააკეთეს.
განცხადების თანახმად, განცი, რომელიც ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრია, ნეთანიაჰუსა და თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს “ომის მართვის კაბინეტში” შეუერთდება.
მთავრობა არ მიიღებს კანონებს ან გადაწყვეტილებებს, რომლებიც ომის მიმდინარეობას არ უკავშირდება. ეს გულისხმობს, რომ საგანგებო მთავრობის პირობებში სადავო სასამართლო რეფორმა წინ არ წაიწევა.
არ მომენტისთვის არ არსებობს ნიშნები, რომ უდიდესი ოპოზიციური პარტიის “იეშ ატიდის” ლიდერი იაირ ლაპიდი საგანგებო მთავრობას შეუერთდება.