საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 2023 წლის განიხილა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მოწოდებული მასალები 2023 წლის პირველ ოქტომბერს შუალედური არჩევნების შედეგად ნომერ 15 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული გიორგი სოსიაშვილის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე. კომიტეტმა დღეს კენჭი უყარა და გიორგი სოსიაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობას მხარი დაუჭირა.