პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებს პოლიტიკურ სპექტრში კვლავ აქტიურად განიხილავენ. მოქმედ რეგლამენტში ცვლილებები რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება, თუმცა ოპოზიციის კრიტიკა ფარული კენჭისყრის წესის ცვლილებამ და ვიცე- სპიკერების რაოდენობის ზრდამ გამოიწვია. საპარლამენტო ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ ფარული კენჭისყრის წესის ცვლილება პრეზიდნეტის იპიჩმენტის პროცედურას დაემთხვეს. თავისმხრივ მმართველი გუნდი კი ცვლილებებს მეტი გამჭვირვალობით განმარტავს და ოპოზიციის კრიტიკას აფსურდულს უწოდებს.